Litclub.ge

*** "გასაოცარი ძალა"
გასაოცარი ძალა,
შემოლეწილი კარი...
რა უცებ დაიცალა
მარტის ბოროტი ქარი
და ღამენათევ ზეცას,
დიდება შენდა ღმერთო!
ტანთ გაზაფხული ეცვა,
მზე ხელისგულზე ენთო.