Litclub.ge

შენ რას გემდური
სანამ ამ დღეებს მძევლად მომგვრიდი,
დრომ ჩაიარა ხველებ-ხველებით,
არ ჩამომხედო გულში ჭოგრიტით,
არ ამაფარო სულზე ხელები.
შენ სამამულე რქაზე შემხმარი
ხვალის იმედი დადგი ზვინებად,
რა ვქნა, არა ხარ თარაშ ემხვარი
და ეს სიმართლეც ნუ გეწყინება.
ნუ ჩამოუშვებ საშველად ბაწარს,
არ გადმოცურო ჩემთვის ენგური,
ლოცვა მსურდა და გამსგავსე ტაძარს,
მე შემეშალა, შენ რას გემდური.