რეკავს ზარი
და დეკემბრის თოვლი,
ეფინება ქუჩის ხვატს და მოლბერტს,
ის კი ხატავს...
ცა იების თრთოლვით
იმ დღის შემდეგ ცხადხილულად მომდევს.
დრო გადის და ეპარება ჭირხლი
თმა კუნაპეტს;
მსურს საჩინო მიქონ,
ჯერაც ისევ ამჩნევია სისხლი
გადაჩეხილ ლექსის ყველა სტრიქონს.
და ჰა, გულით ამ სამყაროს მიღმა
რაიც ნახე,
რის დახატვაც შესძელ,
ყველაფერი იმ ტკივილით მიყვარს,
მზის ყვავილი რომ იღვიძებს ხეზე.
რეკავს ზარი
და დეკემბრის თოვლი
ეფინება ქუჩის ხვატს და მოლბერტს,
ის კი ხატავს...
ცა იების თრთოლვით,
იმ დღის ხილულ ზღაპარივით მომდევს.