Litclub.ge

ეტლი
თითქოს ლოდებს შეჰყინვიათ ცრემლი,
მიწა გოდებს ამ ზამთარს და თოვას,
სად წასულა ვარდისფერი ეტლი,
ან ეს სევდა რისთვის დამიტოვა.
ჰო, ძვირფასო...
გაირბინა წლებმა,
მწუხრის წვიმით განიბანეს ტანი,
მე კი ისევ იმ გაზაფხულს ვგევარ,
მზით დათრობა რომ ვერ მოვასწარი.