Litclub.ge

წუთისოფელი
წუთისოფელი ჰქვია ცხოვრებას
მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე,
წუთისოფელში ხშირად ვყოფილვართ
ტანჯვის ძლებასა და მოთმენაზე.
სამყაროს აღქმის ღრმა აზროვნება
სულში განცდების არის ამშლელი,
მხოლოდ ქართველმა ერმა დაარქვა
უტყუარი და ნაღდი სახელი
კაცთა წარმავალ ყოფას, ცხოვრებას,
ცვალებადობას ამადროების.
მე ვარ მგმობელი მსწრაფლ მდინარების
ჟამთა, სიმუხდლის საწუთროების,
მადიდებელი ღმერთის და ზეცის,
ქვეყნიერების უარმყოფელი,
მიყვარს ნათელი მარადისობა
და მძულს მზაკვარი წუთისოფელი.