Litclub.ge
სვეტიცხოველი
როდესაც მწუხრი შეანელებს ღამის დინებას
და მთვარის შუქზე გამოჩნდება ტაძარი ღვთისა,
როდესაც დაღლილ ანგელოზებს ჩაეძინებათ
და შორით ისმის უკუნეთში შრიალი ტყისა,
როდესაც სიზმრებს დანებდება ირგვლივ ყოველი,
ჩვენს ტანჯულ სულზე იწყებს ლოცვას სვეტიცხოველი.