Litclub.ge

უფლის კვართი
აღდგომაა, მოაწია ლოცვის ჟამმა
მაცხოვარი _ ჩემს სულსა და გულში მხედი _
ნუგეშს მცემდა, მასველებდა აიაზმა,
ვიდრე სათქმელს, დაუთმენელს, გავუმხელდი.
აპრილია და ვერ მძლავრობს გაზაფხული,
სულში გლოვას სიხარული ვერ ამეტებს,
უფლის კვართი _ ტაძრის ძირში დამარხული
მახსოვს ისე, ვით გაცრეცილ პერგამენტებს.
აქ, მცხეთაში, ვით მოჰქონდა ელიაზარს,
ვით ჩაუკრავს კვართი მის დას _ გულში სასოდ,
ვით მოუკლავს კვართმირქმული ელდას საზარს
და ვით უთქვამთ: `ჟამი მისი მერმე არსო~.
ვიდრე იქვე დამარხავდნენ ქალთან ერთად,
`მერმე~... როცა ის აღთქმული ჟამი დადგა,
სამარეზე ცა და მიწა შეაერთა
საკვირველმა, მოელვარე შარავანდმა.
და მას ჟამსა კვართს _ ტაძარი სვეტიცხოვლის
აუშენეს მდინარეთა შესართავთან.
აღავსებდა რწმენის საოცარი ძრწოლით _
ყველა მნახველს, სალოცავებს, სხვებს არ ჰგავდა.
აღდგომაა, იცისკარებს მალიად ცა,
სულს ვაყოლებ სანთლის ალთა მიმორწევას,
სწამთ მლოცველებს _ რა ხანია ელიან ზარს,
უკეთეს სვეს _ საქართველო _ მოესწრება.