Litclub.ge

ბედისწერა ანუ მომავალი აწმყოში
ოცდარვა წელი ვითმინე ასე,
დრო ბევრი მქონდა ფიქრის და მოცდის,
მესიზმრებოდა, რომ უცნობ ხმაზე
უცნობ ფერებში გიხდიდი ქორწილს.
ჯერ არ გასული გასულა წლები
და მე ვგრძნობ იმ წლებს,
რომლებიც მოვა.
ჰა, რა შორიდან მომესმის ხმები:
`შენ შეგჭამს ბებერ ძაღლების ხროვა!”
კვლავ მესიზმრება შეყრა სიკვდილთან...
ხანი არ რჩება ძრწოლის და მოცდის,
ნატანჯ სხეულთან მოდის `იგი” და
ამოღამებულ თვალებში მკოცნის.
გარშემო მხოლოდ ნათელი მაკრავს
და უკვე აღარ მჭირდება ლოცვა,
დავიმსახურე, მე მგონი, რადგან
ამ სიკვდილჩამდგარ თვალებში კოცნა...