Litclub.ge

*** "ჩემზეც ამბობენ"
ჩემზეც ამბობენ: ის ვერ იცოცხლებს,
რადგან ტკივილებს ვეღარ აიტანს.
ამოვალ შენთან, ძვირფასო დალი,
და აწ დაღუპულ ლექსებს მოგიტან.
გარდაიცვალნენ ჩემი ლექსები,
ახლა სულს ღაფავს ჩემი პოემაც,
შენ დამანახვე შენს უნებურად
ამა ცხოვრების ამაოება.
ჰა, შორეულმა დარეკა ზარმა,
სიკვდილმა მითხრა: `შემხედე კარგად!”
მის ცივ თვალებში უსასრულობა
მხოლოდ დახვეწილ ნისლებად ჩანდა,
დალი! დამთავრდა ჩვენი ამბავი,
წინ ვხედავ მხოლოდ ღრუბელს ბოლიანს.
ისე მივდივარ, რაა ცხოვრება,
არ ვიცი, მხოლოდ გამიგონია.