Litclub.ge

უცხო ნაპირი
უკვე იმედსაც ჩაუცვამს ძაძა,
სიკვდილთან ერთად ხელკავით მიდის,
საწუთროს ზარი _ დაღლილი ფრაზა
მიეთ-მოეთით, სათუო მითით.
დრო მაიძულებს, რომ მივიხურო
უდარიბაბო ყოფის დარაბა,
ბედს უჩუგლუგოდ ვეკირითხურე,
ვერც ღმერთად ვიქეც, თუმც არც ბარაბად.
ახლა ახლოა სხვა სანაპირო,
წუთისოფელში დავყავი სტუმრად,
სხვა ზეცას უნდა ავესაფირო,
მიწას ვუტოვებ ხსოვნას სასთუმლად.