Litclub.ge

აგარაკზე
მაინც ჩამდგარა ქარი ავყია,
მიწყდა ფეხის ხმაც, სუნთქვაც, ჩურჩულიც,
დაუნდობელი და ამაყია,
ეს სიმარტოვე – თეთრი ურჩხული.
იტირებს, ღრუბელს რა უნდა მეტი?!
ნისლებმა მთები ისევ დამალეს,
ვზივარ და ვფიქრობ: ვინ იცის ბედი,
როგორ გამითხრის გულში სამარეს.