Litclub.ge

დოქის ტუჩი გირჩევნია ქალისას
დოქის ტუჩს უმღერი, ქალისას კი არა,
ღვინოს ასახელებ მშვენებად მაგიდის
და, მაინც, თვალები, ხარივით ბრიალა,
დოქისკენ კი არა,
ქალისკენ დაგიდის...
შენ არ იუარებ, _ ლოთი არა ვარო,
მაგრამ ცხრა სიგელიც ლოთისა გეჭიროს,
მაინც მეეჭვება, ჩემო ყარამანო,
რომ შენ დოქის ტუჩი
ქალისას გერჩივნოს!