Litclub.ge

ეს გაზაფხული
კიდევ ერთხელ,
კიდევ ერთხელ გაზაფხულდა,
გაზაფხულსაც დაეკარგა სითბო…
სილამაზით ტკბობის ნიჭიც გაწარსულდა,
ამწვანება გარეთ აღარ მიხმობს.
შრიალებენ ყელში წვიმამოწოლილი
ხეები და გადარჩენა უკვირთ.
იქნებ ხეებს შერჩათ ნიჭი მოლოდინის?
ცოცხლობენ და არაფერი უჭირთ.
იქნებ ხეებს ისევ უყვართ, იმედი აქვთ
მომავალში სიყვარულით თრობის,
ცოცხლად ყოფნა იქნებ თავად იმედია,
ვიდრე ყელზე არ წაგიბამს თოკი.
მზე ანათებს და ჩიტები Fფრთხიალებენ,
ხის ტოტებზე იზმორება დილა.
მოდი, ერთ დღეს ყველას თავი მიანებე!
მარტოსულად ყოფნა შეგხვდა წილად.
გაზაფხული შენთვის აღარ გაზაფხულობს,
სიცოცხლეა უმძიმესი ტვირთი.
ამ თბილ დილას
მე არაფერს არ ვნატრულობ,
ცას შეასხა ოცნებების კვირტი.
...და მე მიკვირს _
არაფერი რომ არ მიკვირს!
რომ გაზაფხულს ადევს კვდომის ფერი,
რომ მზე მოჰგავს სათამაშოს,
ცაზე მიკრულს,
რომ ჩემს შიგნით არაფერი მღერის!