Litclub.ge

ვერ გაგაოცე
ვერ გაგაოცე ამ გაზაფხულზე,
შავღრუბელივით ვარ მოტირიფე...
და სააპრილო ჩემი მუდარა
ხელისგულებზე ამოგიტვიფრე.
ციხის ნაშალზე ინაღვლებს ია _
გადარჩენილი დრო-ჟამის ხავილს...
ვინ დაუბედა ღვთისმშობლის სევდა
სამაჩაბლოში ალუბლის ყვავილს...