Litclub.ge

*** "დამისხით ღვინო"
დამისხით ღვინო, ახლა ჟამია,
დავლიო შენი თვალების ეშხი,
ჩემი გული ხომ თიხის ჯამია,
სადაც კვლავ აწვიმს ცრემლების ლეშხი.
ვთვრები, ბახუსი უცებ მედება,
ტრფობა და ღვინო კარგია ძველი
და შენი მზერის შემოფეთებას,
ვით გათენებას მე ისე ველი.