Litclub.ge

ქვიშხეთი
ერთ დროს აქედან მწერლები გაჰყვენენ
უკანმოუსვლელ გზებს და ჯალათებს.
ნაფეხურები წლებმა წაშალეს,
თვალი ვერ ხედავს სულების ნანგრევს.
დღეს ცაცხვი ისევ ისწორებს წარბებს,
ქარი კი ტოტებს ლეწავს და ამსხვრევს.