Litclub.ge

სისხლიანი ლექსი
ერთხელაც,
თავის ჩამოხრჩობა რომ დავაპირე,
როცა მოვირგე ყელზე მჭიდროდ შავი საბელი,
სწორედ რომ ბედზე მომაგონდა მაშინ უეცრად,
რომ ჩემს ოთახში,
უთო დამრჩა გამოსართველი...
სხვა რა გზა იყო,
ჩამოვეხსენი...
(რაღა თქმა უნდა, უთოს ჩართულს ვერ დავტოვებდი)
მას შემდეგ,
ხშირად მეკითხებიან:
`თუ პოეტი ხართ,
იქნება გვითხრათ, რა ფერისაა აბსურდის სარკე?~
მე ვიღიმები, ვიღიმები ბავშვივით სუფთად...
და ველოდები,
თუ ოდესმე შეამჩნევს ვინმე:
ყელზე იარას
და
ოთახში
გამორთულ
უთოს...