ზამთრების მერე კვლავ ზამთარი რატომ ამძივდა?!
როგორ აცივდა... მეგობრებო, როგორ აცივდა?!
გაყინულია ოთახი და ყველა ფანჯარა,
დრომ გაზაფხული სოროსაკენ წააჩანჩალა...
მახსოვს, ამბობდა მიღმა ხევში ბებერი ჭულო:
უმთავრესია, სითბო სულში შევინარჩუნოთ...
_ როდისღა მოვა გაზაფხული, თავს რად გვარიდებს?!
_ როცა მერცხალი გულის ძირში კვერცხებს დაგვიდებს.