Litclub.ge

*** "სად გაგიხსემოს ძველმა ალაგმა"
სად გაგიხსენოს ძველმა ალაგმა,
ცა იჭვრიტება ატმის ბაღიდან,
ყველა სურვილი უცებ დალაგდა,
ყველა სურვილი უცებ დაღვინდა...
წუხს მებადური, მდინარე მღვრიე
და რუხ კენჭებზე სველი ტერფები,
აღარსად კარი, არც გული ღია,
მხოლოდ მზეს ეტყვი, როგორ ვერ თბები.
მზე მზეა მაინც და ის ანათებს,
შენც ხომ ინახავ შვილის ფაჩუჩებს
და ყვავილებით სავსე კალათებს
ღამით ვიღაცა ქალაქს აჩუქებს,
რადგან არ იცის, ზუსტად, სადა ხარ!