თეთრი ჩიტი შემჭკნარ იასამანზე
შეფრინდა და
ჩემს სადარდელს უსტვენს...
ქარის ფრთებზე გამიჭერით სამარე,
ია-ია დამაფინეთ გულზე.
დღესაც მე ვარ,
თუკი რამეს ვითხოვ,
დღესაც შენ ხარ,
თუკი რამეს მპირდები...
დაუსტვინე,
დაუსტვინე, ჩიტო!
ნეტავ უფრო ბევრი იყოთ ჩიტები.