Litclub.ge
სამი ფერის ნანა
მისდევს შუკას სამი გოგო,
სამი ფერის ნანა,
უცქერის და უმარგლელი
რჩება სამ ბიჭს ყანა.
თავს უშველეთ, გოგონებო,
თავს უშველეთ, თორემ
წაგართმევენ მაგ სახელებს,
დაგარქმევენ ცოლებს...
- ცირა, წყალი!
- ცირა, ღვინო!
- ცირა, ცხელი თონე.