Litclub.ge

* * * უნდა შეება აბეზარ დრო-ჟამს
უნდა შეება აბეზარ დრო-ჟამს, –
ბჭობს გვინიჩელი, ძვირფასი გვიდო,
უნდა ერწმუნო გამოცდილ მგოსანს, -
უნდა შეება მუხანათ დრო-ჟამს.

ვიდრე ბაჯაღლოს ამოყრის ხვითო,
სჯობს გასაქვითი დროულად ქვითო,
უნდა შეება აბეზარ დრო-ჟამს -
ბჭობს გვინიჩელი, ძვირფასი გვიდო....