Litclub.ge

* * * ნუ ხურავ ფარდას
ნუ ხურავ ფარდას.
იქნებ მბრწყინავი წერტილი მინაზე,
შუშის დეფექტი, ან რაღაც ბზარი,
ძილის წინ მქისედ რომ შეავლე თვალი,
არის ვარსკვლავი, შენი ფანჯრის წილ პატარა ცაზე,
სახლების მრუმე სილუეტებში ჩახერგილ ცაზე,
ელექტროსადენებით დასერილ ცაზე,
და მაინც ცაზე, მოხეტიალე.
ნუ ხურავ ფარდას.