ჩემი ბავშვობის მეკარევ, ისევ შენ მოგადექი,
შენ მოგადექი სულის ტკივილით.
ბიმ-ბომ! დავრეკოთ ბავშვობის კარზე,
იქნებ გაგვიღონ, იქნებ შეგვიშვან.
იქნებ თავიდან დავიწყოთ ეს გზა.
ბიმ-ბომ! რამდენ რამეს შევცვლიდით.
ბიმ-ბომ! როგორ გავიხარებდით...
და შენთან ერთად მინდა, იქ ვიყო,
ბავშვობის წმინდა ქვეყანაში და ვითამაშოთ.
შენზე უფრო ახლობელი აბა, ვინ დამრჩა,
შენზე უფრო ვის ვენდობი!
ბიმ-ბომ! გირეკავ ბავშვობის კარზე
ჩემი ბავშვობის მეკარევ და გამიღე კარი!
გპირდები, კარგად მოვიქცევი, ბევრს არ ვიცელქებ.
აქეთ, დიდების ქვეყანაში ყოფნა მომბეზრდა
და ბავშვობაში დაბრუნება მომენატრა.
შემომიშვი შენს თვალებში,
შემომიშვი შენს ხელებში,
მიმიშვი ბურთთან, შენს კომპიუტერთან... ვითამაშოთ.
ჩემი ბავშვობის მეკარევ, ისევ შენ მოგადექი,
შენ მოგადექი სულის ტკივილით.
ბიმ-ბომ! ო, ბიმ-ბომ! გამიღე კარი!
დიდები სულ სხვას თამაშობენ.
ერთი კარგი თამაში მომენატრა!