Litclub.ge
* * * რა მალე დამთავრდა
რა მალე დამთავრდა, ანა,
უმწეო ზღაპარი ჩვენი.
არც - შავტარიანი დანა.
არც - ტყვიის ცამეტი ჯერი.
არც - არჯალ ქაჯებთან ომი.
არც - ქვაბში ბნედილი გდება...
გული კი, ტრფიალის მნდომი,
მწყდება და
მწყდება და
კვდება.