Litclub.ge

ქვებს გახსნია პირი
დღე ილევა შემოდგომის – 
ფერი ჩალის ღერის,
შვილი ბანზე შემომდგარი,
სამშობლოზე მღერის:

,,ლალე, ლალე,
დივლი და-ლა-ლ-ე,
ჩემო, ლამაზო სამშობლოვ,
შენ კი გენაცვალე’’.

კავიანის ციხის ქიმზე,
ქვებს გახსნია პირი,
შვილი მღერის სამშობლოზე,
მე კი გულში ვტირი.