Litclub.ge

ზღვასთან
ტალღა მოარწევდა გვამებს.
დაღლილთ ბრძოლითა და გვემით.
სადღაც უმძლავრია ღამეს,
სადღაც ჩაძირულა გემი.

ღუზა ვერ დაეყრდნო წერტილს,
აფრამ ვერ გაუძლო ქარებს.
აგერ გამორიყა ერთი...
სხვებიც მოაღწევენ მალე.