Litclub.ge
შეხვედრა
შეხვედრისას ქარი ჰქროდა,
მთვარე ვარსკვლავთ თითქოს თვლიდა,
ვერხვს ლამაზი ტანი ჰქონდა,
ტანს ვიღაცა ჩემსკენ ხრიდა.
ღამევ,ჩვენი შეხვედრისას,
იცინოდა ზეცის კარი,
მიგიგავდა ტანი ისარს,
მეც მშვილდივით აგეკარი.