Litclub.ge

* * * დავბრმავდი
დავბრმავდი, ჩემს ცისფერ თვალებს
ცეცხლის ხაზი გასდევს ზოლად,
ვიღაც ალბათ დამაბრალებს:
თავს ვთვლი ჰომეროსის ტოლად.

არა, ჩემი დაბრმავება
სულ სხვაგვარი მირონია
- ეს არ არის არც წამება
და არც ბედის ირონია.

მე ველოდი ამგვარ შედეგს.
ვნატრულობდი, განა არა.
თვითონ ვთხოვდი ჩვენზე ზემდეგს...
შეისმინა - დამაბრმავა.

მიმაქროლებს ცაში რაში
დარდი, სევდა გამეყარა,
რადგან ერთ დღეს უცებ თვალში
სიყვარული ჩამეყარა.