დამინახა და
- გამომადგებაო! -
იფიქრა.
მე კი ჩემი გაჭირვება
მქონდა:
- ნეტავ როგორ მომივლის,
ნეტავ როგორ მომივლისო? -
ვფიქრობდი.
- მის ხელში ნაყოფი გამოვიღო,
თუ არ გამოვიღოო? -
ვფიქრობდი.
თანაც იმას ვფიქრობდი -
როგორი ნაყოფი გამოვიღო:
როგორიც იმას უნდაო,
თუ როგორიც მეო?!