მინდა ხე ვიყო,
მინდა ვიყო მშვიდი და მყარი,
ჩემს დანახვაზე გზას იგნებდნენ შენი თვალები.
აბა, შეხედე,
როგორი ვარ,
ან როგორ ვდგავარ!
ტოტები - ჩიტებს,
ფესვები კი ჭიებისაა.
ჩემში ზავდება ცა და მიწა,
მე ვარ ბოგირი
მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
და ვიდრე ვდგავარ,
რასაც ვწვდები,
ვებღაუჭები.
და ჩემი ტოტი,
განა ისიც ფესვი არ არის?
ფესვი არ არის,
ფესვი ზეცას ჩაჭიდებული?