ნუ მსაყვედურობ,
რომ ავმჩატდი,
გავხდი არსანდო.
შენ არ მიბიძგე სულ პირველად?
დედილო - წყალო,
რომ აღელდი და გევიწროვა
შენივე თავი.
მე აღარ გგავარ.
მე ვარ შენი თეთრი გვირგვინი
და რწევა-რწევით
მივალ ზევით
იმ საგნებისკენ,
ხელი კი არა,
შენ რომ თვალი ძლივს ააწვდინე.
მაგრამ ცივია ყველაფერი,
რაც წინ დამიხვდა.
უკან ვბრუნდები
ნირშეცვლილი,
უკვე ტანმძიმე,
და იქ ვგუბდები,
სადაც,
ალბათ, მელოდებიან.