Litclub.ge

წყალი
გამწყდარო მძივო,
ვერცხლის ნემსო,
პირველსარკეო.

ქალაქის წვიმად ჩამოსულო -
- არაწმინდაო.

უცებ ერგები ყველა ჭურჭელს,
თუ დაგიტია.
დუნედ მდინარედ გადმოსული,
მაგრამ ანაზდად
თუ ერთ სურვილად შეიკვრები,
უბეს გაუპობ
თავად იმ ქვასაც,
ახლა რომელსაც
თვინიერად
უბეს აგებებ.

წახვალ და ტოვებ
სიცხადეს და სიცარიელეს.

და მეც გესწრაფვი,
ვიდრე თბილი ხარ და მეხვევი,
ვიდრე წყალი ხარ.

ვიდრე დადგები,
ვიდრე ამისხლეტ
ცივ ყინულად გადაქცეული.