Litclub.ge

მამა
დღეს ღამით
მხოლოდ დღეს ღამით
ვინ იცის რამდენი წლის შემდეგ
გავაღებ ჩემი ოთახის კარს
და შემოვუშვებ შენს ჩრდილს
რომელიც ყოველ ღამე მოდიოდა
და რომელსაც კარებთან ატუზულს ვტოვებდი...
თვითონ კი წავალ
ღამის სიბნელესა და სიცივეში
და ვივლი მანამ
სანამ არ ვიქცევი ჩრდილად
რომ ყოველ ღამით
ჩემი შვილის ოთახთან ატუზული
დაველოდო კარის გაღებას...