Litclub.ge

ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!??
ორი ფეხმონგრეული სკამი,
ერთი ნავთის ლამფა, ტყავგაცლილი სავარძელი,
ერთ სკამზე სიგარეტის ორი კოლოფი
(ერთი ცარიელი, მეორე ნახევრად სავსე)
ასანთი (ბოლო რამდენიმე ღერი)
საფერფლე (სავსე ნამწვით)
ჭიქა ნელთბილი ყავით
(მუქი ფერის სითხეში ლიმონის ყვითელი თვალი)
მეორე სკამზე წიგნი (გადაშლილი 125-ე გვერდზე)
თეთრი ფურცელი (შავი სიტყვები)
ორი კალმისტარი (ერთი გაცნობიერებული აზრისთვის,
მეორე გაუცნობიერებლისათვის)
ლურსმანზე - ძველი ხალათი, ცუდი განწყობა
სიცივე, სიწყნარე, სიჩუმე...
სხვა არაფერი, არაფერი, არაფერი...