Litclub.ge

* * * როდესმე დამთავრდება ხეტიალი
როდესმე დამთავრდება ხეტიალი
ვინ იცის, დაღლილზე გაგიხარდეს.
ან ხრამში ბოლო მოგეღება,
ან ზვავი შეგინახავს აპრილამდე.

არავის დააკლდება არაფერი,
არც მზე დაგაკლდება დილდილობით.
ეგ არის, ვერ გაიგებ ვერასოდეს,
მივდიოდი თუ მოვდიოდი.