Litclub.ge

ტელეფონი
უდაბნოს ქალაქმყოფელი (ტელეფონი)
ბერივით მწუხარეა,
უსმენს აღსარებებს, რომელიც
უღრან ტყეს ჰგავს.
(ტელეფონი) ოთახის გულია და
ცოცხალი არტერია.
დროდადრო კვნესის,
"ალოს" ტაბლეტივით ატენიან.
ამ გულგრილ გარემოში (ტელეფონი)
მედიუმია ბერივით.
ღილაკები აქვს მხოლოდ
ურცხვად გამობერილი.