Litclub.ge

ვით ეს სტრიქონი
ვით ეს სტრიქონი, - ჩემი სევდაც წავა და მოვა.
ისევ საზანდარს ატირებენ მგოსნის თითები.
გაჩნდება ლექსთა მარულაში რითმების თოვა.
ვით ეს სტრიქონი, - ჩემი სევდაც წავა და მოვა
და როგორც ბურთი ბილიარდზე. - ტკბილ დღეთა გროვა, -
გადირეკება ცის ღუზაში, ნაჯირითები.
ვით ეს სტრიქონი, - ჩემი სევდაც წავა და მოვა.
ისევ საზანდარს ატირებენ მგოსნის თითები!