Litclub.ge

სემირამიდის ბაღი
გადმოკიდულა ციდან
სემირამიდის ბაღი,
გულია ერთი ციდა
და მთის ოდენა დაღი.

შენს ცრემლს ნუ ეტყვი ნურვის.
არ ვკვნეს დაჭრილი გალლი.
მე ვერ მომიკლავს წყურვილს-
სამარიელი ქალი.

მივყვები ფრანსს და ფლობერს:
ომებს,ტირილებს,კვდომას
და კართაგენი მოჰბერს-
სხვა ტრფიალების ნდომას!

მივე სალამბოს ფიცი,
თაისს-ლოცვები ლალის,
მაგრამ შენ გქვია,ვიცი,
ყველა სახელი ქალის.

ვარდებს აქ სხვები კრეფენ...
ჩვენ კი ვართ მტრები თავის:
მე - ბალთაზარი მეფე,
შენ - დედოფალი სავის!