Litclub.ge

მოსკოვური ღამეები
მე მახსოვს ეს ჰიბრიდი, მაზერელის ქალაქში მოცეკვავე
გუსტავ მორის სალომეა და სტრინდბერგის მოჩვენებები.
მოსკოვში ტაქსიდან დანახული ძლივსშესამჩნევი თოვა.
გლაზგოდან ჩამოსული ემა ბევრს ლაპარაკობს რუსეთზე.
ღამეა, როცა ღამეა.
ბესტუჟევის ქუჩაზე კი ათვალიერებენ ჩემს ალბომს
და იციან, პატრონი ჯერ არ მოვა.
ასე გათენდა;
ჩვენ ვსვამდით არაყს და ყავას, ვაყოლებდით ხორცს და მურაბას.
სამყარო, ჩვენი სამყარო, ისეც საკმაოდ ღარიბი,
მაინც გვიყვარდა ამ ოთახიდან,
სადაც საუბრობდნენ: ონკოლოგები, პოეტები, მსახიობები
და გვაცინებდა ვიღაც ხუმარა.
თენდებოდა.
ღამით გასრულებული მოგზაურობა სარკმლებში სინათლით -
ყოველი მხრიდან.