Litclub.ge

* * * არ დაგრჩეს ბავშვი ღია ცის ქვეშ
"I am not cruel, only truthful -
The eye of a little god, four cornered"
S. Plath "mirror"
არ დაგრჩეს ბავშვი ღია ცის ქვეშ -
თვალებს ამოკორტნიან თეთრი ფრინველები
შენს პატარას.
წკაპ, წკაპ! ყურძნის ნაყოფებივით ჩასლიპინდება
მათ ცერბერულ ჩიჩახვებში
გულუბრყვილო შენი პატარის
ცილოვანი სხეულაკები.
...მწიფე მსხალივით დაეკიდა მთვარე -
კარის სახელურებს,
მავთულებს,
თითქოს საცაა უნდა ჩამოვარდეს(!)
ღიად დარჩენილი დერეფნიდან კი მოფრინავს
ნევრასთენიკი დედა -
კივილით:
ნუ დატოვებ შენს პატარას
ღია ცის ქვეშ
ნუ დატოვებ!