სამყარო თვლემდა გულგრილად წყნარი,
ასეთი იყო გაჩენის დღესაც,
მის განცდას კიდევ არ ჰქონდა ზღვარი,
ცას ახედა და უეცრად შეცბა.
არა, არ სურდა, არ სურდა მეტი,
მათი ღალატი, მათი სიმხდალე,
მას ხომ არასდროს არ სწამდა ბედი,
როგორც განთიადს არ სწამს სიმთვრალე...
იგრძნო ყოველი რომ უკვე მოხდა,
არ არის ცხადი, არ ჯერათ სიზმრის,
ნუთუ ისეთ დროს დაბრუნდა როცა,
ვერაფერს შეძლებს, ვერაფერს იხსნის.
მან გვითხრა რაღაც, ისე მარტივად,
რომ ამ მიწაზე ვერავინ მიხვდა,
თავის სიცოცხლეც უკვე გაწირა,
"რატომ დამტოვე!" - სიჩუმე ციდან.
და ისევ ზურგი აქცია ჯალათს,
ჯალათმაც ისევ პასუხი სთხოვა,
არ დაელოდა აღარვის ღალატს,
ჩუმად წავიდა და ალბათ მოვა.