Litclub.ge

გვალვისა და გერანისა
იწვიან ნაწვერალები.
წვეთი სწყურიათ ჭალაკებს.
ჩრდილშიც არ დამედგომება,
თუ გული ვალაპარაკე,

თუ ერთი თავი ჩავკიდე,
თუ მივწექ, საცა ძნებია,
როგორც შარაზე დავარდნილს
პირშიაც ჩამიძვრებიან

საქონლის მწვანე ბუზები,
წვრილი, წივანა ქინქლები...
გოგირდიც უნდა ვახრჩოლო -
უფრო გულმშვიდად ვიქნები...

იწვიმებს, აბა, რას იზამს!
შინა ვართ მეც და გერანიც...
აბა, რა საკადრისია
"ჩემგან მი და მო რბენანი".