დაარტყი,
ქვემოდან!
ქვემოდან!
ქვემოდან!
ოქროს ტახტს,
სავარძლებს ლომებით;
დაარტყი, დაარტყი,
ოქროს ჩაქუჩები
ზემოდან დაშვებულ ლოგინებს,
საწოლი დიდია, დიდია ცდუნება,
ეს ფართე ზეწარი სუყველას ეყოფა,
დაარტყი! დაარტყი! ამინდებს წვიმიანს!
დაარტყი! დაარტყი!
საბნების ეპოქას!
ტახტების მაგია, ნახმარი სიტყვები,
ქვემოდან ამაგდებს საწოლის სიმღერა,
მილიარდ ქვეშაგებს გადაწვას ვპირდები -
ვისია ხელები, ვარსკვლავს რომ ითვლიან?!
სასთუმლის არქივებს ვაბრუნებ ფეხებით!
დღეს რაღას მიზამენ?!
დღეს რაღას იტყვიან?!
ჰმჰ... ჰმჰ... ჰმჰ... ჰმჰ... ლოგინში ვეშვები
ზემოდან!
ზემოდან!
ზემოდან!
გაჭერი კოსმოსი, როგორც გარნიტური!
შემაბი ეჟვანი, რომ გიძღვნა ფალოსი!
სხვა აღარაფერი მე აღარ მეხება - მიყურე,.
დაფიქრდი!
გაოცდი!
შეუნთე საწოლებს ქვევიდან კოცონი,
მე შენი ღირსების ორდენი მკიდია,
დიდ სამშობიარო მღვიმეებს გამოვცდი
რომ აღარ დავსრულდე
რომ აღარ ვიდგე
აქ!
ქვემოდან
ქვემოდან
ქვემოდან!
გაიტანს სასმელი გონების განავალს,
მაცადეთ, სიყვარულს წავართვა ვარდები,
მე ვიცი, აქედან რაღაცა გამოვა!
საწოლი დიდია! დიდია ცდუნება!
ირყევა საქმე-ში
საქმე-ში ხიდები
ქვემოდან
ქვემოდან
ვავლებ მერიდიანს!..
აკანკალებული წერისგან თითებით.
თითქმის ჩაქრა ის ზღვა!
თითქოს გადადნა
ქარ-ხა-ნა!
მეზობელი რომ გვეგონა
ზემოდან!
ის არ დაიზარებს,
და, ქვემოდან ამოგარტყამს სიმსუბუქით!
და, ქვემოდან გაგიფანტავს ილუზიას!
და, ქვემოდან აგამაღლებს უსასრულოდ!
რომ ქვემოდან - გაგიკეთოს ლი-მუზინი!..