ვიდრე მე წავალ
გავფრინდები
ჩემი კოშკის სახურავიდან
ნამძინარევ ქალაქს გავხედავ
ფანჯრებდაბინდულ
ნისლში ჩასრესილ ქალაქს
გავხედავ
და სანამ წავალ
გავფრინდები
ჩემი კოშკის სახურავიდან
დავინახავ
სკოლისაკენ მიმავალ ბავშვებს
და ჩემთვის ვიტყვი: -
"ჯერ გოგონებმა გაიარონ..."