Litclub.ge
პოეზია
თუ გიცდიათ მდინარეში
ჩანგლით თევზის ჭერა?
სულ უბრალო საქმე არი:
ზიხარ...
უცდი...
გჯერა...
ასეთია ჩვენი საქმეც,
ანუ ლექსის წერა:
კალმით ხელში მაგიდასთან
ზიხარ.
უცდი.
გჯერა.