Litclub.ge

* * * მე წარმოვადგენ სამყაროს ნაწილს
მე წარმოვადგენ სამყაროს ნაწილს
დავცურავ დროში ნამუსის აფრით
ვერ შევედრები ფრენაში არწივს
და ვერც ლომივით ვიკვეხნი ფაფრით
არ მინდა ბაღში ძეგლად რომ დამდგან
დასაფარავად ცარიელ სიბრტყის
ერთი სულელი კაცი ვარ რადგან
ჩვეულებრივი ოსტატი სიტყვის