ბლის ყვავილებიდან მივაჩივლე:
საავდრო ღრუბელმა დაიპყრო იქ ქართლი
და იმერეთსაც დაფარავს თოვლი.
ველოდი, მეტყოდა - გაგიხმა ნისკარტი,
შე ფრთაგასახმობო, შე კერძო კატის!
ქალმა თქვა: "ამაღამ იქნება სიცივე,
ისეთი სიცივე, დაიწყებს ბუბუნს
მიწა და ყინვის დაიყრის მძივებს.
ნეტავი რას ფიქრობს ბატონი ბუ ფუ?"
იქ ზურმუხტქალაქგარეთ ვილაში
ნაცნობი პოეტი ბუ ფუ ლექსს წერდა:
"ეს გაზაფხული არის მირაჟი,
ორჯერ აყვავდა წელს ქორჩიოტა,
ნეტა ვიცოდე, ფანჯრის მინასთან
წოიო ჩიტი რაზე ჩიოდა?"
მე რას ვჩიოდი, ოღონდ მოჭორეს,
ხშირად ნატრულობს ეს კაცი ბევრ ფულს,
ხომ არ ვკითხავდი - სხვაფრივ მუჭო რექ,
მუზა თუ დაგფრენთ ბატონო ბუ ფუ?
ო, რა კარგია, ამ ქალის ბაღში
უქრთამოდ მერგო ვრცელი ბინები,
რაც მთავარია, ექნებათ ბარტყებს
თავზე საყრელად ვიტამინები.
მე კი მეყოფა კუნწულა ბალი
ან ერთი ცალი ალიბუხარი,
რა მოწყენილი შედის ის ქალი
ოთახში, სადაც დგას ელბუხარი.
ჩემს ნისკარტს დღესაც არ წვეთავს თაფლი
ამაღამ მოთოვს, მოყინავს და...
ფრრრ!..