Litclub.ge
* * * ათოვდა ღამით ქალაქს
ათოვდა ღამით ქალაქს,
უყვარდათ ცქერა თოვლის,
და მეოცნებე დალაქს
გასთეთრებოდა კოპი;
თოვლით დაფარულ სახლებს
უნდოდათ ფეხის დაკვრა,
და გათეთრებულ დახლებს
ცაში აფრენა მაღლა;
გოგო კი იჯდა სკამზე,
ეპარებოდა თვალი,
და უყურებდა ფანჯრებს
თოვლივით თეთრი ქალი.