ცხოვრება მშვენიერია,
მე კარგად ყოფნის ნიღაბს ვატარებ
და თვალს რომ მომკრავ,
შეამჩნიე ჩემი მონდომებული ოსტატობა სახის სილაღის.
ამ დროისთვის სარკის წინ უკვე ჩაბარებული მაქვს გამოცდა
საგანში: პირზე მოთამაშე ღიმილი.
ეს მე ვეცადე,
შენც რომ გადმოგდო ჩემი გაწაფულობა ტონუსში ყოფნის;
თუმცა მაქვს ხოლმე მეც ჩავარდნები
და ზოგჯერ ჩემი გამომეტყველება ვერ უძლებს ხოლმე
ხარვეზთა მოვანებას მოჩვენებითად რთული ყოფადობის აღმნუსხველ ეკრანზე,
ჩემს დაღვრემილ სახეზე
რომ მაწერია: თითქოს აქვეა სამყაროს აღსასრული,
თითქოს თვალწინ ატომურ ბომბს მიფეთქებენ
და აი მაშინ ვსაჭიროებ შენს დახმარებას,
მაშინ მჭირდება შენი ტყუილი
მოჩვენებითად ოპტიმისტური ტალღების გადმოცემის,
ჩემმა ანტენამ რომ დაიჭიროს ეგ გულითადი თვალთმაქცობა,
უნდა გამაბრიყვო და დაცემისგან მიხსნა
მძიმე წუთებში,
რომ დამიბრუნდეს ჩემი მონდომებული ოსტატობა
სახის სილაღის.